,,გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთი მხრივ, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირებას უწყობს ხელს”

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთი მხრივ, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირებას უწყობს ხელს. როგორც ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანის მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

„როგორც მოგეხსენებათ, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკმაოდ აქტიური ქმედებები განახორციელა ბოლო პერიოდის განმავლობაში. უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს შეყვანის მნიშვნელობაზე ჯერ კიდევ შს მინისტრმა გერმანიის შს მინისტრთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ამ შეხვედრიდან მოკლე დროში გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო შეიყვანოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას საქართველო უკვე ჰყავს შეყვანილი უსაფრთხო ქვეყნების სიაში და ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის შემცირებას უწყობს ხელს. ბოლო პერიოდის ტენდენციას თუ გადავხედავთ, აღნიშნული ტენდენცია კლებისკენ მიემართება და კიდევ უფრო მეტი პროგრესისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის ჩვენი ატაშეების მეშვეობით, რომელთა მეშვეობითაც, შესაბამისი ქვეყნების სამართალდამცავ სტრუქტურებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო კომისიის წევრები მირზა სუბელიანს და თენგიზ კალანდიას გამოკითხავენ
შემდეგი სტატიააჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის და „ნაცმოძრაობის” წევრების შეხვედრა დასრულდა