საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი – „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ძალიან ეფექტურად, სტაბილურად მუშაობს

„აბრეშუმის გზის ფორუმზე“ დავინახე უფრო მაღალი მონდომება და მოტივაცია რეგიონის ქვეყნებიდან შუა დერეფნის პროექტთან დაკავშირებით, ჩანს მათი დიდი მონდომება და იციან, რა გააკეთონ, რაც ძალიან პერსპექტიულია, – ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალური მდივანმა, კიტაკ ლიმმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელში სახელწოდებით „შუა კორიდორი“.

„მე დავინახე მეტი ყურადღება გლობალური საზოგადოების მხრიდან, ეს პროექტი აღარ შემოიფარგლება ამ რეგიონით, არამედ ეხება გლობალურ ვაჭრობას და გლობალურ ეკონომიკას. ამ თვალსაზრისით, დავინახე დადებითი სიმპტომები, რაც უფრო მეტ ყურადღებას იქცევს გლობალური საზოგადოებიდან. „აბრეშუმის გზის ფორუმი“ მუშაობს ძალიან ეფექტურად, ძალიან სტაბილურად“, – აღნიშნა კიტაკ ლიმმა.

მისივე შეფასებით, გლობალური მიწოდების ჯაჭვის თვალსაზრისით, შუა დერეფანი დიდად შეუწყობს ხელს გლობალურ ეკონომიკას, ასევე გლობალური ვაჭრობის გაფართოებას.

„კავშირისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა სარგებელს მოუტანს ყველა ადამიანს, განსაკუთრებით კი, მოსახლეობას რეგიონის ქვეყნებში“, – განაცხადა ლიმმა.

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივნის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს კანონდარღვევით მოქმედი ე.წ. „ფსიქოტროპული აფთიაქების“ გამოვლენის მიზნით
შემდეგი სტატიასარჯველაძე – რუხ ბიზნესმენებზე როცაა საუბარი, კეზერაშვილი მახსენდება, ივანიშვილი – არა, რადგან აბსოლუტურად არ აქვს მას შემხებლობა რუხ ფერთან