კარასინი – თავისებური ქალი ზურაბიშვილი თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში – ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი?

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს ეხმაურება და მას „თავისებურ ქალს“ უწოდებს, რომელიც „თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში“.

„თავისებური ქალი ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში. პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი უცხოური აგენტების შესახებ მასში უცნაურად დაჟინებულ უარყოფას იწვევს. აქ ჩნდება კითხვა: ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? სცენარი ზოგადად ნათელია, მაგრამ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსმა არ დაკარგოს ზომიერების გრძნობა!“, – წერს კარასინი „ტელეგრამ“ არხზე.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უბრუნებს
შემდეგი სტატიაემანუელ მაკრონს მივწერე, რომ 26 მაისს თბილისში ველოდები – ზურაბიშვილის ინტერვიუ La Tribune Dimanche-თან