საქართველოს ევროპული გზა გაწერილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული – შოლცისა და მაკრონის ერთობლივი განცხადება

“საქართველოს ევროპული გზა გაწერილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი, რომელსაც მაკრონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში შექმნილი სიტუაციით.

ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი იყო და აქტიურად უჭერდა მხარს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ღრმა მწუხარებით ვითვალისწინებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიიწ გადაწყვეტილებას, გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, როგორიცაა ე.წ. კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

საქართველოს ევროპული გზა გაწერილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, მაგრამ პარლამენტი, სავარაუდოდ, გააუქმებს… შემდეგ იმპლემენტაცია კი არჩევნებამდე, ოპოზიციის შესაზღუდად იქნება გამოყენებული – ბილდტი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უბრუნებს