საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტი (IRI) აცხადებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების გუნდის ჩამოსვლას საქართველოში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 22, 2020 13:06

საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტი (IRI) აცხადებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების გუნდის ჩამოსვლას საქართველოში

დღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის ჩამოსვლის შესახებ. მისია შეაფასებს 2020 წლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება.

„ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე.“ – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

მისია (TEAM) შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს.

კორონავირუსისი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შესახებ

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოში ახორციელებს სხვადასხვა პროგრამას, რომელიც მიმართულია ქვეყნის პოლიტიკური, საარჩევნო და სამოქალაქო სფეროს განვითარებისკენ. ორგანიზაციის პროექტების მიზანია, გახადოს პოლიტიკური პარტიები საკითხებზე მეტად ორიენტირებული, გაზარდოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების ჩართულობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ხელი შეუწყოს მოქალაქეების ხელმისაწვდომობას მეთოდოლოგიურად გამართულ კვლევებზე და ბოლოს, წაახალისოს მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობა. არჩევნების შეფასებასთან ერთად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი სხვა აქტორებთან თანამშრომლობით ახორციელებს ახალ პროექტს „საარჩევნო კომპასი – საქართველო“, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს, უკეთ გააცნობიერონ თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასთან დგანან უფრო ახლოს, საკუთარი ხედვებით. ორგანიზაციის გლობალური ახალგაზრდული ინიციატივის „დემოკრატიის თაობა“ ჩართულობით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ახორცილებეს ეროვნული მასშტაბის საარჩევნო საინმფორმაციო კამპანიას.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი არის არაკომერციული, უპარტიო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს თავისუფლებისა და დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით. ორგანიზაცია ეხმარება პოლიტიკურ პარტიებს, გახდნენ მეტად პასუხისმგებლიანი მოქალაქეების წინაშე, აძლიერებს ხელისუფლებას რათა ის გახდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, მუშაობს აამაღლოს ნაკლებად წარმოდგენილ ჯგუფთა – მათ შორის, ქალებისა და ახალგაზრდების – ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.iri.org.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 22, 2020 13:06