არ დავუჭერთ მხარს პრემიერმინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილს – “ევოპული საქართველო”

„ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ “ევროპული საქართველო” იღებს ვალდებულებას – არ ითანამშრომლებს “ქართულ ოცნებასთან” და არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე.

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ევროპული საქართველო დღეიდან მოსახლეობაში იწყებს ვალდებულებათა ბარათის დარიგებას, რომელიც მოიცავს იმ კონკრეტულ რეფორმებს, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც იღებს ევროპული საქართველო.

კაპანაძის თქმით, ამ ბარათთან ერთად, ევროპული საქართველო იღებს ორ პოლიტიკურ ვალდებულებასაც, რომ არ ითანამშრომლებს ქართულ ოცნებასთან და კაპანაძე სხვა ძალებსაც მოუწოდებს აიღონს ეს ვალდებულება. კაპანაძის თქმით, მეორე ვალდებულება არის ის, რომ ევროპული საქართთველო არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

„ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ე.წ. ვალდებულებათა ბარათის გარდა, ისინი ორ პოლიტიკურ ვალდებულებასაც იღებენ, რომ არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან” და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.

„ჩვენი კამპანია მდგომარეობს იმაში, რომ მოხალისეებთან, აქტივისტებთან, ისევე როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ვალდებულებათა ბარათი რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მივიტანოთ. გარდა ამისა, ორ სხვა ვალდებულებასაც ვიღებთ, ეს არის უკვე პოლიტიკური ვალდებულება. პირველი ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ „ქართულ ოცნებასთან” და მას არ შევუქმნით მთავრობას. მოვუწოდებთ ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას, რომ იგივე ტიპის ვალდებულება აიღონ. ასევე, შემიძლია აქვე დავამატო, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილს. ეს არის დამატებითი პოლიტიკური ვალდებულება. ყველაზე მთავარი არის ცვლილებების გეგმაში არსებული ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის”-განაცხადა კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი აშშ-სა და ევროპას მოუწოდებს, დაიცვან ოქტომბრის არჩევნები რუსული გავლენისაგან
შემდეგი სტატიასაერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტი (IRI) აცხადებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასების გუნდის ჩამოსვლას საქართველოში