საერთაშორისო კონფერენციას “დიდება უკრაინას” ხელისუფლებიდან არავინ ესწრება

საქართველოში საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას!” იმართება. კონფერენციას ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები, ქართველი პოლიტიკისები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცნობილია, რომ ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც, თუმცა ამ დრომდე ადგილზე არც ერთი მათგანი არ გამოჩენილა.

ასევე, ღონისძიების ფარგლებში, ხვალინდელ დაგეგმილ შეხვედრაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის ღონისძიებაზე მისვლას არ აპირებს.

ღონისძიება საქართველოში უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის მიზნით იმართება.

2 წლის შემდეგ კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება. პანდემიის გამო მისი ჩატარება ვერ ხერხდებოდა. თბილისი მსგავს კონფერენციას მეექვსედ მასპინძლობს. კონფერენციის ფარგლებში პანელური დისკუსია მოეწყობა, სადაც რუსული აგრესიის შედეგებზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“, ვადამდელი არჩევნები არის ძალიან დიდი აბსურდი
შემდეგი სტატიადეკანოიძე – ნაწილობრივი დასანქცირება არ კმარა – უნდა დასანქცირდეს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, არამედ ხელისუფლების ყველა ის წარმომადგენელი, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის გამარჯვებას და საქართველოს დემოკრატიას