კახა კალაძე – პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“, ვადამდელი არჩევნები არის ძალიან დიდი აბსურდი

პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისი თქმით, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, აბსურდულია.

„ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმედიის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს
შემდეგი სტატიასაერთაშორისო კონფერენციას “დიდება უკრაინას” ხელისუფლებიდან არავინ ესწრება