„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ადმინისტრაციული რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენება – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ მხარდამჭერთა სიების სავარაუდო შეგროვების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს, ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს წარადგენს.

„თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორთა მიერ მხარდამჭერთა სიების შეგროვების სავარაუდო იძულების შემთხვევა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვისაუბრებთ. ეს არის უკანონო დავალება რეალურად და უფლებამოსილების გადამეტება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ,“ – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტ პოროშენკოს ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა გადაიკეტა
შემდეგი სტატიარუსეთმა საქართველო დამოუკიდებლობის გზის არჩევის გამო დასაჯა – გიორგი მარგველაშვილი