საგარეო საქმეთა სამინისტრო სარფის გამშვები პუნქტის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც თურქეთის საზღვარი გადაკვეთეს პასპორტით, რომელშიც დატანილია საზღვრის კვეთის შტამპი და ფიქსირდება შესვლის თარიღი, თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთა საქართველოს მიმართულებით უფრო მარტივად ხორციელდება, ვიდრე, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში შესულები არიან ID ბარათის საფუძველზე.

ასევე ყურადსაღებია, რომ საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრების ნებართვის მქონე მოქალაქეებს.

სარფში საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ადგილზე იმყოფებიან ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.

უკვე რამდენიმე დღეა, თურქეთსა და საქართველოს შორის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდულია. აღნიშნული შეფერხება გამოწვეულია საპასპორტო კონტროლის, ე.წ. ,,POL NET“ – ის სისტემის გათიშვის გამო და ვრცელდება არა მარტო სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, არამედ მთელი თურქეთისმასშტაბით: სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე. ამჟამად, პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, თუმცა, სისტემის გამართვის ზუსტი დრო უცნობია.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობს შეფერხებით, ვინაიდან დოკუმენტების კონტროლი უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე სისტემის მუშაობის პერიოდში.

საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაკავშირება ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე:

ქ. ტრაპიზონის გენერალური საკონსულო -+905413262226

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი – +995322945050

banner
წინა სტატიაშისაელჩო არ ადასტურებს, რომ თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქება აღკვეთეს
შემდეგი სტატია“ვფიქრობ, მიხეილ მაჭავარაიანი, არ არის საინტერესო საკითხი დღევანდელი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე”