საძაგლიშვილი მოსამართლეზე: სწორია, რომ დავით კურტანიძეს რცხვენია საკუთარი სახელის და გვარის გაჟღერება

საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე უფლებადამცველებმა მოსამართლეს სახელითა და გვარით მიმართეს, რასაც მისი, დავით კურტანიძის პროტესტი მოჰყვა.

დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ სწორია, რომ დავით კურტანიძეს რცხვენია საკუთარი სახელის და გვარის გაჟღერება, რადგან ის ისტორიულად სამარცხვინო პროცესში მონაწილეობს.

“დღეს სასამართლოში ჩატარებულ სხდომას ჰქვია ბრალდებულის პირველი წარდგენის სასამართლო სხდომა მთელი სხდომა სასამართლო და ბრალდების მხარე ამტკიცებდნენ რატომ არ უნდა მომხდარიყო მიხეილ სააკაშვილის მოყვანა დარბაზში. დავით კურტანიძეს არ ესიამოვნა, როდესაც ჩვენ მას მივმართავდით სახელით. სწორია, რომ დავით კურტანიძეს რცხვენია საკუთარი სახელის და გვარის გაჟღერება ასევე უნდა რცხვენოდეს ყველა იმ მოსამართლესა თუ პროკურორს, რომელიც მონაწილეობს ამ ისტორიულად სამარცხვინო პროცესში”,- ამბობს დიტო საძაგლიშვილი

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: მე ყველას შიმშილობის წინააღმდეგი ვარ იმ რეჟიმის ბუნებიდან გამომდინარე, რომელსაც ვუპირისპირდებით
შემდეგი სტატიაბასილაია: მონიტორზე უნდოდათ ჩაერთოთ მიხეილ სააკაშვილი