ბასილაია: მონიტორზე უნდოდათ ჩაერთოთ მიხეილ სააკაშვილი

მოსამართლემ მოხდინა პირდაპირი ლუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო პროცესზე მოყვანა იმთავითვე ფორმალურადაც კი არ იგეგმებოდა, – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია მოსამართლე დავით კურტანიძის პენიტენციური სამსახურისთვის მიმართვას, რომ მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ჩაერთოთ.

უფლებადამცველის თქმით, მოსამართლეს ამ გზით უნდოდა, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მთავარი ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის ჩვენება გაეკონტროლებინათ.

“მოსამართლემ მოხდინა პირდაპირი ლუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო პროცესზე მოყვანა იმთავითვე ფორმალურადაც კი არ იგეგმებოდა. მოსამართლემ მისწერა პენიტენციურს ან მოიყვანე ან დისტანციურად ჩაერთვება. ვინ მისცა ამის უფლება კურტანიძეს, რომ წინასწარ მიმართოს დისტანციურის ჩართვაზე, ვიდრე გაირკვევა პოზიცია ადამიანის სასამართლო პროცესზე წარმოდგენაზე. რა უნდოდათ გაეკეთებინათ?

მოსამართლის მხარეს შებრუნებულია მონიტორი, ამ მონიტორზე უნდოდათ ჩაერთოთ მიხეილ სააკაშვილი და შემდეგ გააკონტროლებდნენ როდის დაეხშოთ ხმა, როდის აეშვათ. მოსამართლის მარიონეტად უნდათ, იქცეს პროცესის მიმდინარეობის დროს. მიხეილ სააკაშვილის განცხადება იქნებოდა მნიშვნელოვანი, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისით და ხარვეზი გაჩნდებოდა ინტერნეტის მოწოდებაში. ჩვენ ყველას კარგად გვესმის ეს არის ის სპირალი, რომელშიც უნდათ, შეგვიყვანონ”,- ამბობს ბექა ბასილაია.

banner
წინა სტატიაშისაძაგლიშვილი მოსამართლეზე: სწორია, რომ დავით კურტანიძეს რცხვენია საკუთარი სახელის და გვარის გაჟღერება
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული ავტოკოლონებით მსვლელობა დასრულდა