„სადახლოზე“ 4000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო საავტომობილო“ 4000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ”თაიმერს” ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 8-9 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ქვეყანაში არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს. ჯამში 4000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი სომხეთის მოქალაქეების მ.კ-სა და ს.ბ-ს შესაბამისად, მანქანაში მოწყობილ სამალავსა და ხელბარგში იპოვეს.

საქართველოს საგდასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით. ასევე, ჩამოერთვა საქონელი.

banner
წინა სტატიაშიმესტიის გამგებლის ინფორმაციით, უშბაზე დაკარგული გერმანელი ტურისტები მამა-შვილი არიან
შემდეგი სტატიაპრემიერი თბილისის აეროპორტის შეფერხებით მუშაობას ეხმაურება