პრემიერი თბილისის აეროპორტის შეფერხებით მუშაობას ეხმაურება

საქართველოს პრემიერმინისტრი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შეფერხებით მუშაობას ეხმაურება. ინფორმაციის მიღება მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის მინისტრისგან მოითხოვა. გიორგი გახარიას განმარტებით, პრობლემა საერთაშორისო სისტემა “სიტას” შეექმნა. მისივე თქმით, მსგავსი პრობლემა არ არის მხოლოდ თბილისში.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ონლაინ რეგისტარაცია ამ ეტაპზე ვერ ხდება და თანამშრომლებს ფიზიკურად უწევთ მოქალაქეთა დარეგისტრირება. გიორგი გახარიას ინფორმაციით, პრობლემა უახლოეს საათებში მოგვარდება.

როგორც ცნობილია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ამ დრომდე შეფერხებებით მუშაობს. მიზეზი კომპიუტერულ პროგრამებში ხარვეზია. ვერ ხერხდება მგზავრების ელექტრონულად დაფიქსირება, მათი რეგისტრაცია აეროპორტის თანამშრომლებს ხელით უწევთ. მათ ხელითვე გადააქვთ ბარგიც, რაც დიდ დროს მოითხოვს.

ყველა რეისი, რომელიც ღამის 2 საათიდან უნდა შესრულებულიყო, დანიშნულების ადგილზე რამდნეიმე საათიანი დაგვიანებით მიფრინავს.

შეფერხება შეეხო სტამბოლის, ანტალიის, მიუნჰენის, ვარშავის, კიევისა და დუბაის მიმართულებით რეისებს.

პრემიერმინისტრმა დღევენდეოლ მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზეც შეფერხებები შეექმნათ მძღოლებს.

„მე მინდა გთხოვოთ, ჯანდაცვის და შს სამინისტროებს, რომ განსაკუთრებით ამ მაღალი ტემპერატურის პირობებში, იქ საკმაოდ გაუსაძლისი პირობები იყო ორიოდე დღის წინ. გარკვეული ზომები მიღებული იყო, მაგრამ, მინდა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც უწევთ ლოდინი რიგში,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„სადახლოზე“ 4000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიაზუგდიდიდან ღვთისმშობლის კვართის გადატანის მოთხოვნას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა