“სადაც ჩავდივარ, ყველა დედას აგინებს თავის დეპუტატს” – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი დეპუტატი ირმა ინაშვილი თვითმმართველობის რეფორმას და საარჩევნო სისტემას აკრიტიკებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ხელისუფლებას ამომრჩევლის მოსმენა ურჩია.

„მე უდიდეს პატივს ვცემ მაჟორიტარებს და ხშირად მუსირებს ეს აზრი, აბა ჩადით რაიონებში, იკითხეთ უნდა თუ არა ხალხს მაჟორიტარი დეპუტატი. მე გეუბნებით, სადაც მე ჩავდივარ, ყველა დედას აგინებს თავის დეპუტატს. არ ჩამოდიან, არ გვკითხულობენ, ხალხის პრობლემებს არ ეცნობიან,“ – მიმართა ირმა ინაშვილმა ზვიად ძიძიგურს.

banner
წინა სტატიაში“ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა ერთ სიმღერას ვმღეროდეთ” – გიორგი მარგველაშვილი
შემდეგი სტატია“ეს ყველაფერი ჰგავს თეატრს და პოლიტიკოსები კარგად თამაშობენ” – ენმ-ს წევრმა საკონსტიტუციო პროექტის განხილვა დატოვა