“ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა ერთ სიმღერას ვმღეროდეთ” – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ოპოზიციის როლზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტის განცხადებით, არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ბოლომდე ჩაიგდებს ძალაუფლებას ხელში.
“ღმერთმა დაგვიფაროს ამ ერთიან საქართველოში მხოლოდ ერთი ადამიანი, ან ერთი პოლიტიკური ძალა იყოს მართალი, ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა ერთ სიმღერას ვმღეროდეთ ეს იქნება ჩვენი ბუნების გამრუდება. არასდროს ყოფილა ქართული სიმღერა ერთხმოვანი, ყოველთვის იყო მრავალმხმიანი. ღმერთმა დაგიფაროთ, თქვენ და მე ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყველას აზრი ერთნაირია. ეს არის დეგრადაცია, ასეთი ქვეყნები სამწუხაროდ არსებობს და ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არავის უნდა.

მე ველოდები ისეთ საქართველოს, სადაც გვეყოლება სამი-ოთხი ძლიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება მუდმივად კამათში, მაგრამ არც ერთ მომენტში არ მოუნდება მეორე ძალის განადგურება, ციხეში ჩასმა” – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიტაილანდში ტერორისტებმა აფეთქება მოაწყვეს
შემდეგი სტატია“სადაც ჩავდივარ, ყველა დედას აგინებს თავის დეპუტატს” – ირმა ინაშვილი