სად ვიქნები, რა პოზიციაზე, ამას მოგვიანებით გავარკვევ, თუმცა გუნდიდან წასვლას არ ვფიქრობ

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 28, 2018 16:39

სად ვიქნები, რა პოზიციაზე, ამას მოგვიანებით გავარკვევ, თუმცა გუნდიდან წასვლას არ ვფიქრობ

სად ვიქნები, რა პოზიციაზე, ამას მოგვიანებით გავარკვევ, თუმცა გუნდიდან წასვლას არ ვფიქრობ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კომიტეტის დატოვებაზე გადაწყვეტილების ერთადერთი მიზეზი იყო სასამართლოს მოსამართლების დანიშვნის პროცედურა და სია, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

„ვინც ეძებს, ან ცდილობს, მოიფიქროს სხვა მიზეზი, მე მგონი, რომ ამით თავად იგდებს უხერხულ მდგომარეობაში თავს. იქვე ჩნდება კითხვა, მათ თავად თქვან, რა არის მიზეზი. ეს გადაწყვეტილება მივიღე ოთხშაბათს და ხუთშაბათს გამოვაცხადე, რადგან ველოდებოდი ზარდიაშვილის განცხადებას, რომელიც დაგვიანდა. განცხადება მივიღე ჩემს ბრიფინგამდე ერთი საათით ადრე. ჩემთვის ამას ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა და არა იმას, ვინ, ვის დაასწრებდა საჯაროდ განცხადების გაკეთებას და იმის თქმას, რომ ეს პროცესი შეჩერდა, არამედ შედეგს. არ ვაპირებ შიდა საკითხებზე საჯაროდ საუბარს, შემიძლია გითხრათ, მხოლოდ ფაქტი, რასაც ვამბობ, ვამბობ გულწრფელად. ვერ ვიტან ტყუილს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

რაც შეეხება სოფო კილაძის გუშინდელ განცხადებას, რომ ბესელიას კომიტეტიდან წასვლაზე საუბარი გაცილებით ადრე დაიწყო, დეპუტატი ამბობს, რომ სოფო კილაძე ძალიან უხერხულად გამოიყურება.

„არ ვაპირებდი ამ გადაწყვეტილების მიღებას ოთხშაბათამდე, თუ ვინმეს სურვილი ჰქონდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო, ამას გეგმავდა და იურიდიული კომიტეტი სჭირდებოდა, რათა ბარიერები არ შექმნოდა, ამაზე თავად ისაუბრონ. არ მინდა, აქამდე დავიდე და დავიყვანო ეს მნიშვნელოვანი პროცესი, რასაც ახმოვანებს ეს ქალბატონი, მე მგონი მისთვისვე უხერხულია ამ როლში ყოფნა. როგორც ჩანს, ვიღაცის სურვილი იყო, როცა ეს ხმოვანდებოდა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა შეთავაზება პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ეს შეთავაზება ჰქონდა.

„არანაირი თანამდებობა და არანაირი პოზიცია არ მიღირს იმის საპირწონედ, რომ ამ პროცესზე თვალი დავხუჭო. ეს თანამდებობები შეიძლება სხვას უკვირდეს. მე სად ვიქნები, რა პოზიციაზე, ამას მოგვიანებით გავარკვევ და გადავწყვეტ. გუნდში ყოფნას რაც შეეხება, ეს ჩემი გუნდია და არ ვფიქრობ წასვლას. არ მგონია, რომ ამის წინაპირობები შეიქმნას. როგორ უნდა იყოს შიგნით შეთანხმება და წესების დაცვა ეს არ მესწავლება, შემიძლია სხვას ვასწავლო”, – განაცხდა ეკა ბესელიამ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 28, 2018 16:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics