ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო

ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესება ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებების მარეგულირებელი ნორმები უნდა დაიხვეწოს.

„ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესება ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ვერ ჩავერევით საბჭოს წევრების კონკრეტულ გადაწყვეტილებებში და ვერ ვუკარნახებთ, ვინ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ყველამ თავად უნდა იაღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც აკეთებს, ამიტომ მგონია, რომ რეფორმა უნდა გაგრძელდეს. საბჭოს გადაწყვეტილების მარეგულირებელი ნორმები უნდა დაიხვეწოს, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს გადაწვეტილებას, რასაც საბჭო იღებს. კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რომ უზენაესი სასამართლო დაკომპლექტებული იყოს ისე, რომ არ იყოს კითხვები შეუვალობასთან, კვალიფიკაციასთან და სანდოობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ განწესებას იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გუშინ დაუჭირა მხარი.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის საქმეზე გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
შემდეგი სტატიასად ვიქნები, რა პოზიციაზე, ამას მოგვიანებით გავარკვევ, თუმცა გუნდიდან წასვლას არ ვფიქრობ