საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მერმა ბენიამინე ფალავანდიშვილმა თავად დაადასტურა. მისი თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და სავარაუდოდ ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო.

„ანალიზები გუშინ აუღეს. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება. მას ყელის არეში ჰქონდა დისკომფორტი, სხვა სიმპტომები არ აქვს“, – განაცხადა მერმა. მერის ინფორმაციით, ახლა ოჯახის წევრები იზოლაციაში არიან. ის ასევე ადასტურებს, რომ როგორც მერს, კონტაქტი ქონდა მოქალაქებთან, თუმცა რეკომენდაციებს იცავდა.ბენიამინე ფალავანდიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ საღამოს კორონავირუსზე ტესტს მასაც აუღებენ.

წყარო: პირველი არხი

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია:თბილისის ინფექციურ საავდმყოფოშო ორი არასრულწლოვანი რჩება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-2 შემთხვევა დაფიქსირდა