“საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსზე ტესტირების მასშტაბი შესაძლებელია, დღეში 15-20 ათასამდე გაიზარდოს”

არ გვაქვს საფუძველი, რომ საქართველოს მასშტაბით ტესტირება გავზარდოთ 10 000-მდე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ვაკვირდებით ინფექციის გავრცელების ინციდენტობას, ასევე ინფექციის რეალურ დროში გავრცელების კოეფიციენტს და ტესტირების შედეგად გამოვლენას. არ გვაქვს საფუძველი, რომ საქართველოს მასშტაბით ტესტირება გავზარდოთ 10 000-მდე. თუმცა, აჭარაში დადგა საჭიროება, გაგვეზარდა ტესტირება. რა თქმა უნდა, მივიღეთ გადაწყვეტილება და აჭარაში გაიზარდა ტესტირება. ამ რიცხვებზე დაყრდნობით, ეპიდემიოლოგებსა და შესაბამის სპეციალისტებზე დაყრდნობით, მათთან შეთანხმებით, ტესტირება გაიზრდება არა მხოლოდ 10 000-მდე, არამედ 15-20 ათასამდე. დღესდღეობით, იმ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოშია, სეროპრევალენტობის კვლევიდან გამომდინარე, რომელიც ლუგარის ცენტრმა ჩაატარა, ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ დღევანდელ რეჟიმში ტექსტირება გავზარდოთ 10 000-მდე. თუმცა, შეიძლება, დადგეს მომენტი, დღეს თუ 8 000-ზე მეტ ადამიანს ვტესტავთ, შეიძლება, გახდეს ორჯერ უფრო მეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაში” არასერიოზულია ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან საუბარი, თითქოს „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გადადება სურს”
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი – არჩევნების გადადება ან სხვა ვადებში ჩატარება არ განიხილება