დავით ზალკალიანი – არჩევნების გადადება ან სხვა ვადებში ჩატარება არ განიხილება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ქვეყანაში არჩევნების გადადება არ განიხილება და კენჭისყრის პროცესი, როგორც გამოცხადებულია, 31 ოქტომბერს გაიმართება.

„არჩევნების გადადება არმც და არმც არ განიხილება. როგორც გამოცხადებულია, არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ვადებში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი გარემო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარებასთან დაკავშირებით. ასე რომ, არანაირი გადადება ან რაღაც სხვა ვადებში ჩატარება არ განიხილება“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაში“საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსზე ტესტირების მასშტაბი შესაძლებელია, დღეში 15-20 ათასამდე გაიზარდოს”
შემდეგი სტატია“მაიკ პომპეოს წერილი არის იმ რეფორმების კიდევ ერთი დიდი აღიარება, რომელსაც ქვეყანა დემოკრატიზაციის კუთხით ახორციელებს”