საბერძნეთში თურქეთის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილებით დაესხნენ თავს

საბერძნეთში თურქეთის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილებით დაესხნენ თავს

33უცნობმა ნიღბიანებმა საბერძნეთის კუნძულ სალონიკში თურქეთის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს – ბერძნული eleftheriaonline.gr ავრცელებს. თავდამსხმელები ძალოვანებს ცეცხლმოკიდებულ ბოთლებს ესროდნენ, თუმცა, ისინი ძალოვანებამდე არ მისულა. თავდასხმის შედეგად დაშავებულები არ არიან. საკონსულოს გვერდით გაჩერებული ერთი ავტომანქანა კი დაზიანდა.
ჯერჯერობით არ ვრცელდება რა გახდა თავდასხმის მიზეზი.
შეგახსენებთ, რომ 23 აპრილს მარსელში ასევე თურქეთის საელჩო თავდასხმის ობიექტი გახდა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შსს-ები ხელშეკრულებას ხელს ივნისის ბოლომდე მოაწერენ
შემდეგი სტატიაკანადაში ევთანაზია დააკანონეს