ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შსს-ები ხელშეკრულებას ხელს ივნისის ბოლომდე მოაწერენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შსს-ები ხელშეკრულებას ხელს ივნისის ბოლომდე მოაწერენ

osetiე.წ. სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის შსს-ებს შორის დამატებითი ხელშეკრულება, რომელიც ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის შექმნას ეხება, ივნისის ბოლოსთვის დაიდება – განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა.
ხელშეკრულება 2015 წლის 18 მარტის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შეთანხმების დამატება იქნება.
“საკოორდინაციო ცენტრი, პირველ ყოვლისა უსაფრთხოების საკითხებში ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს” – განაცხადა თიბილოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებულ საბჭოზე. მისი თქმით, მიმდინარე მომენტში რუსეთის მხრიდან დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს და დეტალების დაზუსტება ხდება, ამასთანავე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარემ უკვე დაასრულა მასზე მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

banner
წინა სტატიაში„მიშას ვუთხარი, ნაძირალა ხარ!“ – უცნობი ფაქტები ელისო კილაძის ცხოვრებიდან (ნაწილი პირველი)
შემდეგი სტატიასაბერძნეთში თურქეთის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილებით დაესხნენ თავს