საბერძნეთში 35 წლის ქართველი კაცი დააპატიმრე, რომელსაც ბრალად პარტნიორის არასრულწლოვან შვილზე სექსუალური ძალადობა ედება

საბერძნეთში პარტნიორის არასრულწლოვან ქალიშვილზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული 35 წლის ქართველი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ძალადობა ხდებოდა, სავარაუდოდ, 2016 წლიდან 2022 წლის მარტამდე. თესალონიკში სასამართლომ 35 წლის ქართველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

„კერძოდ, ეს არის 35 წლის ბერიძე მამია, დაბადებული 1987 წელს საქართველოში, რომლის მიმართაც დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა 15 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური აქტის გამო. კერძოდ, არასრულწლოვნის შეურაცხყოფის ფაქტზე სრულწლოვანის მიერ, რომელზედაც მას ევალებოდა მეთვალყურეობა და დაცვა, თუნდაც დროებით, და იცნობს არასრულწლოვანს მუდმივად“,- წერს ბერძნული მედია.

ბერძნული მედია წერს, რომ მან უარყო ბრალდებები. გავრცელებული ინფორმაციით, მან განაცხადა, რომ 14 წლის მოზარდმა საჩივარი შურისძიების მიზნით შეიტანა

banner
წინა სტატიაშიპუტინი უფრო დიდი საფრთხეა ამერიკისთვის, ვიდრე თავის დროზე ჰიტლერი – OCCRP
შემდეგი სტატიარუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დაბომბეს