გია ნიჟარაძე: ამაზე მძიმე თვე არასდროს მქონია და არც ამდენი ტკივილი მოუყენებია ვინმეს

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გია ნიჟარაძის განცხადებით, კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება, მან რაგბის ოჯახში ერთიანობის შესანარჩუნებლად მიიღო.

გია ნიჟარაძე აცხადებს, რომ რაგბიდან წასვლას არ აპირებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართულმა რაგბმა, პროგრესი გააგრძელოს.

„სხვის ნათქვამზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა, ვიტყვი, რომ ადვილი არ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება. არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ ამაზე მძიმე თვე არასდროს მქონია და არც ამდენი ტკივილი მოუყენებია ვინმეს. ეშმაკებს ნუ ეძებთ გარეთ, ქართულ კლასიკაში ეძებეთ – გამგები გაიგებს. რაგბი არის ჩემზე და ყველაზე მეტი, რაც თაობებმა წესებით და ტრადიციებით მოიტანა აქამდე. თუ ოჯახი ერთიანი არ იქნება, ასეთი ოჯახი არავის უნდა. გაუგებრობები ოჯახში წყდებოდა და გადაწყდება. ჩემთვის სკამი არის ნული, პრეზიდენტობა კი არის ჯოჯოხეთური შრომა, ვალდებულებები, პასუხისმგებლობა გულშემატკივრის წინაშე. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გინდოდეს პრეზიდენტობა. არ შეიძლება, რომ ქართულ რაგბში, შენი თავის გარდა, ვერავის ხედავდე“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

მისი თქმით, რაგბის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ქვეყნისთვის ბევრი კარგი რაღაცის გაკეთება შეიძლება.

„რაც ხდება, არა მარტო რაგბის, არამედ ქვეყნის პრობლემაა. ტრადიციებს უნდა გადავხედოთ ქართველებმა. უნდა გიყვარდეს ოჯახი და ღმერთი. ამ პრობლემების დროს, ჩვენმა ოჯახმა ერთიანობა გამოიჩინა და მადლობას ვუხდი მათ, ასევე მადლობას ვუხდი გუნდს და გულშემატკივრებს. რაგბის კავშირის პრეზიდენტად გარედან ვერავინ მოვა, რადგან რაგბის ოჯახს დიდი რესურსი აქვს. არ ვაპირებ რაგბიდან წასვლას, ყველაფერს გავაკეტებ, რომ ქართულმა რაგბა პროგრესი გააგრძელოს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ერთიანობის შესანარჩუნებლად მივიღე. ნერვიულობისგან ერთ თვეში დიაბეტი დამემართა“,- განაცხადა ნიჟარაძემ.

banner
წინა სტატიაში„გოიმებისა“ და „სვეტების“ ომი „ოცნებაში“
შემდეგი სტატიასაბერძნეთი მზად არის თავისი საემიგრაციო პოლიტიკა დაიცვას