საქართველოს პარლამენტი დღეს საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს უყრის კენჭს.
ცვლილება მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს. აღნიშნულ კანონპროექტს უმრავლესობა მხარს არ უჭერს. მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული ვარიანტით ცვლილებები 2016 წლის შემდეგომი არჩევნებისთვის უნდა განხორციელდეს. უმრავლესობის ვარიანტის განხილვა და კენჭისყრაც ასევე დღეს იგეგმება. ცვლილებების დამტკიცებას 113 ხმა სჭირდება.