არმაზ ახვლედიანი მის ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით არ აპირებს მიმართოს პროკურატურას

კარგად ხედავს, ვინ არის ნიანგი და ვის რა სულისკვეთება აქვს ხელისუფლებაში

არმაზ ახვლედიანი მის ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით არ აპირებს მიმართოს პროკურატურას, რადგან ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს. მისი განცხადებით, მოსმენების შესახებ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მიიღო.

ახვლედიანის თქმით, გუშინ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, მას პროკურატურიდან არავინ დაკავშირებია. პროკურატურაში კი განმარტავენ, რომ დაინტერესდებიან ყველა იმ ფაქტით, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„არავინ დამკავშირებია და მართალი რომ გითხრათ, ვერც კი ვხედავ იმის რეალურ შესაძლებლობას, რომ რამე გამოიძიონ და საკუთარი კუდი დასაჯონ. მეჩვენება, რომ შესაძლოა მანამდეც ყოფილიყო, მაგრამ განსაკუთრებით ეს დაიწყო ჩემი გააქტიურების შემდეგ. ვერ წარმომედგინა თუ იყო შესაძლებელი, რომ დღესაც იგივე მეთოდები გამოეყენებინათ. ამ მეთოდებით „ოცნება“ ჩიხში კი არ დარჩება, არამედ შეიძლება გაქრეს, როგორც პარტია“, – აცხადებს ახვლედიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ არმაზ ახვლედიანმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ გასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. პრესკონფერენციის მსვლელობისას მან განაცხადა, რომ მიმდინარეობს მისი მოსმენა.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი სავარაუდოდ ჟურნალისტი ეკა მიშველაძე იქნება
შემდეგი სტატიასაარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში კენჭისყრა გაიმართენა