საარჩევნო დარღვევები კახეთში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  წარმომადგენელმა გიორგი ბოტკოველმა ამჯერად კახეთში არსებულ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა, სადაც სხვა შემთხვევების მსგავსად, საოლქო საარჩევნო კომისიას წინასწარ აქვს განსაზღვრული თუ ვინ უნდა აირჩიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად და ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადია.
„დღევანდელმა ხელისუფლებამ, ქართულმა ოცნებამ, დაინახა, რომ ამ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს და არჩევნების გაყალბებისთვის ისეთი ქმედებებით დაიწყო მზადება, რომლითაც აბსოლუტურად გააკონტროლებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს.
ამჯერად ყურადღება მინდა გავამახვილო თელავისა და სიღნაღის მაგალითებზე. თელავში, უკვე გადაწყვეტილია თუ ვინ უნდა აირჩიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად. საოლქო კომისიას „ქართული ოცნების“ შტაბიდან სია აქვს გადაცემული. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი თავად ოცნების წარმომადგენელმა მოგვაწოდა.
ასევე, საოლქო კომისია იძლევა მითითებას თუ ვინ უნდა იყოს არჩეული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად.
გაყალბების მცდელობის ფაქტია სიღნაღშიც, სადაც ჩვენ სრულად გავშირფრეთ ის ადამიანები, რომლებმაც კონკურსზე განაცხადი შეიტანეს. მთი აბოლუტური უმრავლესობა სიღნაღის მუნიცილაპიტეტის აიპებშია დასაქმებული. ასევე, მუნიციპალიტეტში, საკრებულოსა და სკოლებში. ესენი არიან ადმიანები, რომლებზეც ხელისუფლებას ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ არჩევნებს ვეღარ გააყალბებთ, ამის უფლებას ხალხი არ მოგცემთ.
მოვუწოდებთ საოლქოს თანამშრომლებს, ნუ მიიღებენ ამ კანონდარღვევაში მონაწილეობას, რადგან ისინი პასუხისმგებლები იქნებიან ამაზე.“

 

banner
წინა სტატიაშიკახეთში, სოფელ ართანასთან გაჩენილი ტყის ხანძრის ლოკალიზება კვლავაც ვერ ხერხდება
შემდეგი სტატიათბილისის მერობისთვის მოძრაობა “ერთობა ახალი საქართველოს” სახელით, გიორგი ვაშაძე იბრძოლებს