კახეთში, სოფელ ართანასთან გაჩენილი ტყის ხანძრის ლოკალიზება კვლავაც ვერ ხერხდება

კახეთში, სოფელ ართანასთან გაჩენილი ტყის ხანძრის ლოკალიზება კვლავაც ვერ ხერხდება. ცეცხლი უკვე დაბლა, დასახლებული ტერიტორიისკენ მიიწევს. მეტყევეების ცნობით, ადგილზე ცეცხლის 10-მდე აქტიური კერაა, მიუდგომელი რელიეფი კი, სახანძრო სამუშაოებს უკიდურესად ართულებს.

კოხტას მთებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, რეინჯერი და ავიაცია უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ცდილობს.

განადგურებულია რამდენიმე ათეული ჰექტარი ტყე.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ცოცხალ ძალასთან ერთად, ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ავიაცია – ერთი ქართული და ორი ირანული ვერტმფრენი.

ადგილობრივების ნაწილი ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ვერსიას არ გამორიცხავს. ნაწილი კი, ეთანხმება მოსაზრებას, რომ მეხი ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიხულოში ცეცხლის ლოკალიზება ვერ ხერხდება
შემდეგი სტატიასაარჩევნო დარღვევები კახეთში