სააპელაციო სასამართლოს 10 ახალი მოსამართლე ჰყავს

სააპელაციო სასამართლოს 10 ახალი მოსამართლე ჰყავს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული კენჭისყრის შედეგებით, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში მოსამართლეებად აირჩიეს თამარ ალანია, რომელიც საბჭოს წევრია, თუმცა მას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე აირჩიეს გოგიტა თოთოსაშვილი, სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი თეა, წიკლაური ვანო, ბერეკაშვილი დიანა.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში კი აირჩიეს გიორგი გოგიაშვილი, შენგელია ირაკლი, ერემაძე მირანდა. ვაკანტური დარჩა ერთი ადგილი. სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებულ ვაკანტურ პოსტებზე კი კანდიდატებს კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს. საბჭოს წევრებმა სააპელაციო და რაიონულ სასამართლოებში 65 ვაკანტური ადგილია.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა კენჭის ყრის პროცესი მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივახტანგ რჩეულიშვილი: ვაყენებ ასეთ მოთხოვნას, გამოუშვან სალომე ჩარკვიანი, ის უდანაშაულოა
შემდეგი სტატიაპანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ