ვახტანგ რჩეულიშვილი: ვაყენებ ასეთ მოთხოვნას, გამოუშვან სალომე ჩარკვიანი, ის უდანაშაულოა

„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ვახტანგ რჩეულიშვილი აცხადებს, რომ ყველა დაკავებული პირი არჩილ კბილაშვილის და მისი პროკურატურის პირადი პატიმარია.
რჩეულიშვილი მოითხოვს, რომ საპატიმრო დაწესებულება ერთ-ერთ ბრალდებულს სალომე ჩარკვიანს დაატოვებინონ, რადგან ის უდანაშაულოა.

“დღეს ვაყენებ ასეთ მოთხოვნას, რომ სალომე გამოუშვან, რადგან რეალურად სალომეთი აიძულეს მაია, რომ ეთქვა ყველა ფინანსურ საკითხზე ისაა პასუხისმგებელი. სალომე აშკარად უდანაშაულოა. გამოუშვან ის და ეს საქმე დაენგრევათ”, – განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.
მისი თქმით, რჩეულიშვილების წინააღმდეგ გეგმაზომიერი ოპერაცია მიმდინარეობს.
“რომელიც წინა არჩევნებზე განხორციელდა „დექსუსის“ შემოგზავნით და ქონების ნაწილის მითვისებით. ახლა კი ამ გზით უნდათ მეორე ნაწილის მითვისება. მე რომ დღეს დავაყენო მოთხოვნა, რომ გუკა გამოუშვან, გუკა არ გამოვა, სანამ მაია არ დატოვებს საპატიმროს. არც გუკა გამოვა მაიას გარეშე და არც მაია გუკას გარეშე” – განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიოჰანეს ჰანი: საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვაჭრობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების გზაზე
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლოს 10 ახალი მოსამართლე ჰყავს