სააკაშვილზე კონსილიუმის დასკვნა 19:00 საათზე გასაჯაროვდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა დღეს გასაჯაროვდება.

საგანგებო ბრიფინგი ომბუდსმენის ოფისში, 19:00 საათზეა დაანონსებული.

დასკვნაში პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება საუბარი. ექსპერტები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საგანგაშოდ არის შეფასებული და თუ მისი შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ არ მოხდება, ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი მამუკა ჩხიკვაძის გატაცებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს
შემდეგი სტატიავახტანგ წერეთელი ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან გააძევა