სააკაშვილი მამუკა ჩხიკვაძის გატაცებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, მამუკა ჩხიკვაძის გატაცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო თანამეობრობას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთოს მამუკა ჩხიკვაძის სიცოცხლის გადარჩენისა და გათავისუფლების პროცესში.

“ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა ოკუპანტების მიერ ტყვედ აყვანილ ქართველ მებრძოლს მამუკა ჩხიკვაძეს.

მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას აქტიურად ჩაერთოს მისი სიცოცხლის გადარჩენისა და გათავისუფლების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ მეც ფაქტობრივად საოკუპაციო რეჟიმის ტყვე ვარ, ერთი წუთით არ მავიწყდება სხვა ტყვეების ბედი და ვთვლი, რომ მამუკა ჩხიკვაძე დღესდღეობით განსაკუთრებით საფრთხეშია.

ჩემი პრეზიდენტობის დროს, ყველა მსგავსი შემთხვევისას ჩვენ უსწრაფესად ვათავისუფლებდით ხოლმე ტყვეებს. სამწუხაროდ მსგავსი არაფრის თქმა შემიძლია არსებული მთავრობის უწყებებში ჩაბუდებულ ბანდფორმირებებზე, რაც ჩემს შეშფოთებას მამუკა ჩხიკვაძის ბედთან მიმართებით აათმაგებს”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიმედიაკოალიცია აზარტულ თამაშებზე კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვას უარყოფითად აფასებს
შემდეგი სტატიასააკაშვილზე კონსილიუმის დასკვნა 19:00 საათზე გასაჯაროვდება