სააკაშვილთან მამა მიქაელ ბოტკოველი მივიდა – პატრიარქის თხოვნა და რჩევაა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი მივიდა.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან პატრიარქმა წერილი გაატანა, რომელშიც ილია მეორე მესამე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, შიმშილობა შეწყვიტოს.

“კიდევ ერთხელ მოვედი ბატონ მიხეილ სააკაშვილთან, მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. წერილის შინაარსი შეეხება მის პრინციპულ პოზიციას შიმშილობასთან დაკავშირებით. მინდა გადავცე ეს წერილი და მოვიკითხო მისი უწმინდესობის სახელით. თხოვნა არის და რჩევა მისი უწმინდესობის, რომ შეწყვიტოს შეწყვიტოს”, – თქვა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – მოწოდებების გამო ხალხის დაჭერა მოსულა ან არ მოსულა
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილი პარლამენტში შეუშვეს