ხვიჩია – მოწოდებების გამო ხალხის დაჭერა მოსულა ან არ მოსულა

სუს-ის განცხადებაში არ წერია, ვინც სიტყვა რევოლუციას იტყვის, ყველა დავიჭიროთო, თუმცა მოწოდებაზე იყო საუბარი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თავად ოპოზიციურ მედიას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, მოწოდების გამო ხალხის დაჭერას ითხოვდა.

ხვიჩიას განმარტებით, ამ მიმართულებით სუს-ის განცხადებაც არასერიოზულია.

„სუს-ის განცხადებაში არ წერია, ვინც სიტყვა რევოლუციას იტყვის, ყველა დავიჭიროთო. თუმცა, ამის მუხედავად, მოწოდებაზე იყო საუბარი. თქვენ იცით, მე ოპოზიციურ მედიას ვაკრიტიკებდი იმის გამო, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, მოწოდების გამო ხალხის დაჭერას ითხოვდა. როგორც ახლა არ არის სერიოზული სუს-ის განცხადება ამასთან დაკავშირებით,ზუსტად მასევე არ იყო მაშინ ოპოზიციური მედიის, პოლიტიკოსების, თუ ჟურნალისტების განცხადებები.

უნდა გადავწყვიტოთ, მოწოდებების გამო ხალხის დაჭერა მოსულა ან არ მოსულა. თუ მოსულა, რასაც ოპოზიციური მედია და პოლიტიკოსები გაიძახოდნენ, კოკა მორგოშიას დაჭერას და ა.შ. რომ ითხოვდნენ, მაშინ მაგ ხალხს ამ თემაზე სუს-ზე მორალურად დაცინვის უფლება არ აქვთ. თორემ, ეს განცხადება, არ მოუწოდოთ რევოლუციაზე თორე დაგიჭერთ, თავისთავად არასერიოზულია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი შეფასებით, მოწოდების გამო არავის დასჯა არ შეიძლება.

„რევოლუცია შეიძლება, გამოვიდეს მშვიდობიანიც, მაგრამ სიტყვათა ერთობლიობა, მე ვგეგმავ მშვიდობიან რევოლუციას, უბრალოდ უაზრობაა იქიდან გამომდინარე, რომ თუ შენ რევოლუციას გეგმავ და ამაზე მიდიხარ, შენ არ იცი, ის მშვიდობიანი იქნება, ვინმეს ხელი წაუცდება და სისხლი დაიღვრება თუ არა.

არც რევოლუციები არ ხდება ხვევნა-კოცნით. თავის შინაარსით რევოლუცია არის კანონდარღვევა, კონსტიტუციიდან გასვლა. მე კი არ ვიძახი, რომ ის არ უნდა შეიძლებოდეს და ამას ვეწინააღმდეგები, უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რაზე ვლაპარაკობთ და როდესაც ერთ შემთხვევაში ვამბობთ რომ მოწოდების გამო, კრიმინალის მოწოდების გამო უნდა დავსაჯოთ ვინც მოუწოდა, იცოდეთ, რომ თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ ამას, როგორც სუს-მა გააკეთა. მოწოდების გამო არავის დასჯა არ შეიძლება. არ შეიძლება, ისჯებოდეს რევოლუციისკენ მოწოდება, შეიძლება, ისჯებოდეს რევოლუციის მცდელობა, მაგრამ მოწოდება არა.

თუ ნორმალური ადამიანი ხარ, არ შეიძლება, სხვისი მოწყობილ რევოლუციები მოგწონდეს, მე ამის წინააღმდეგი ვარ. მე არასოდეს მითქვამს უარი, როცა საშუალება მექნება, მე მოვაწყო რევოლუციები. პრობლემაა ისაა, რომ ვერ აწყობენ რევოლუციას და ხალხს უბრალოდ აჩვევენ ამ სიტყვას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროსთან აქციაა
შემდეგი სტატიასააკაშვილთან მამა მიქაელ ბოტკოველი მივიდა – პატრიარქის თხოვნა და რჩევაა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა