სააკაშვილს მიეწოდება ყველა სამედიცინო სერვისი, საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოუწოდონ მას, შეეუგუოს სასჯელაღსრულების დაწესებულების პირობებს და მოიხადოს სასჯელი – პაპუაშვილი

მიხეილ სააკაშვილის თემა იყო თავის დროზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დემარშის საფუძველიც, როდესაც ელჩები მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხზე, ამ დემარშს პასუხი გასცა ადამიანი უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი შეზღუდვა სამედიცინო სერვისის მიღების მხრივ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს.

„მას მიეწოდება ყველა სათანადო სამედიცინო სერვისი თუ მომსახურება, რაც სჭირდება. დადასტურებულია ასევე, რომ ის მდგომარეობა, რომელზეც საუბრობენ ის და მისი ახლობლები, გამოწვეულია მისივე ქცევით. ამიტომ, აქ ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია, არის, რომ ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს წახალისება, რომ მან გააგრძელოს თვითდაზიანება, ამისთვის მნიშვნელოვანია ყველა მხრიდან, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ყველამ მოუწოდოს მიხეილ სააკაშვილს, რომ იმ პირობებში, რომელშიც არის, კერძოდ სასჯელაღსრულების პირობებში, ამ პირობებს შეეგუოს და მოიხადოს სასჯელი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთი, სლოვაკეთი და ავსტრია მხარს ვუჭერთ ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას, საქართველო ევროპის ნაწილია და მისი მომავალიც ევროპაშია – მარკეტა პეკაროვა-ადამოვა
შემდეგი სტატიასაქართველოს და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს