სააკაშვილს 2007 წელს შევხვდი, სალობიეში წავედით, კარგი იყო, რაა – ეკონონიკის მინისტრობის კანდიდატი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 13, 2018 18:39

სააკაშვილს 2007 წელს შევხვდი, სალობიეში წავედით, კარგი იყო, რაა – ეკონონიკის მინისტრობის კანდიდატი

მნიშვნელოვანი

  • „სააკაშვილს 2007 წელს შევხვდი, მცხეთაში სალობიეში წავედით, კარგი იყო, რაა,“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ, დეპუტატებთან საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

სხვა სტატიები

„სააკაშვილს 2007 წელს შევხვდი, მცხეთაში სალობიეში წავედით, კარგი იყო, რაა,“ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ, დეპუტატებთან საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ყველაზე მეტი კითხვა ეკონომიკისა და ფინანსთა ახალი მინისტრების მისამართით ისმოდა, ერთ-ერთი კითხვა კი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდებოდა.

„ბატონ მიხეილ სააკაშვილთან მე შეხვედრილი ვარ, სადღაც, 2007 წელს. შეიძლება გახსოვთ, იყო ასეთი ინიციატივა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ეკონომისტების რაღაც კომისიასავით შეიქმნა და ამ ფარგლებში მახსოვს, ჩამოსული ვიყავი. რაღაც კრიზისი იყო, ხომ გახსოვთ. მერე მახსოვს ძაან კარგად, მცხეთაში წავედით, სალობიეში და ეს ძაან კარგად დამამახსოვრდა. კარგი იყო, რაა,” – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივლისი 13, 2018 18:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,189
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics