კახეთში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში იგეგმება კვლევის ჩატარება და განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მაია ცქიტიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონებში კლასტერული განვითარების კვლევის შესახებ დეპუტატ ლევან კობერიძის შეკითხვას მაია ცქიტიშვილმა კონკრეტული მაგალითებით უპასუხა.

„აზიის განვითარების ბანკთან ერთად და მათი მხარდაჭერით გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი, სადაც გამოყოფილია 3 კლასტერი. პირველი: კახეთში – თელავი-ახმეტის ; მეორე სამეგრელოში – ზუგდიდი-მარტვილისა და მესამე – ზუგდიდი-მესტია-უშგულის. ამ კლასტერებში იგეგმება როგორც კვლევის ჩატარება, ასევე მათი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა. შესაბამისად, ეს არის ის არეალები, სადაც შეიძლება ეს გავაკეთოთ და ასევე, გერმანიის განვითარების ბანკთან ერთად, ევროკავშირის დახმარებით, გვაქვს გეგმა ყაზბეგის განვითარების ასეთივე გეგმა შევიმუშაოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილს 2007 წელს შევხვდი, სალობიეში წავედით, კარგი იყო, რაა – ეკონონიკის მინისტრობის კანდიდატი
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი – ბევრს ჰგონია, რომ სოფლის მეურნეობა არის ის, რითაც არის დაკავებული, მაგრამ ეს ასე არ არის