სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინისა და საქართველოს მთავრობების გარიგების შედეგია

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აწარმოებს პოლიტიკურ დევნას, დევნის ოპოზიციას და პრეზიდენტს, – ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე საუბრისას გააკეთა. რატიანი მიიჩნევს, რომ თუ ამ თემაზე უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების გარიგება დადასტურდება, ქვეყნის იმიჯი მნიშვნელოვნად შეილახება.

„თუ ეს დადასტურდა, ეს ერთმნიშვნელოვნად არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და პოროშენკოს შეთანხმება და ეს ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა პოლიტიკური დევნა”- აცხადებს რატიანი საზოგადოებრივთან საუბრისას.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პეტრო პოროშენკომ საქართველოში ვიზიტისას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, რატიანი აცხადებს რომ ეს მეორეხარისხოვანი პრობლემაა.

,,ვისსა და ვისს შორის მოხდა შეხვედრა, მე ეს არ ვიცი, ეს მეორეხარისხოვანი პრობლემაა. პირველხარისხოვანი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს პოლიტპატიმრები და ჰყავს დევნილი პრეზიდენტი”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკური კონკურენტის გზიდან ჩამოშორების არაწესიერი და მუხანათური ფორმაა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე საკუთარი პარტიის „სამოქალაქო მოძრაობა ტალღას“ განცხადებას აზიარებს