უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკური კონკურენტის გზიდან ჩამოშორების არაწესიერი და მუხანათური ფორმაა

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება პოლიტიკური კონკურენტის გზიდან ჩამოშორების არაწესიერი და მუხანათური ფორმა.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, საზოგადოება ოფიციალურ ინფორმაციას უნდა დაელოდოს.

“თუ ეს ასეა, მაშინ საერთაშორისო ნორმებისა და უკრაინის კონსტიტუციის დარღვევა მოხდა. ყველა სამართლებრივი ფორმა იქნება გამოყენებული, მათ შორის სტრასბურგის სასამართლო. ეს არის პოლიტიკური კონკურენტის გზიდან ჩამოშორების არაწესიერი და მუხანათური ფორმა, რომელიც მიუღებელია წესიერი პოლიტიკური ცხოვრებისთვის და მას ძალიან სერიოზული საერთაშოროსო გამოხმაურება ექნება. დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს, ივანიშვილისა და პოროშენკოს შეხვედრა მოხდა თუ არა, თუმცა მსგავსი გარიგებისა და გადაწყვეტილების მისაღებად პირადი შეხვედრა არ არის საჭირო, ყველაფერი სულ მალე გამოჩნდება და დავინახავთ, რომ ეს გადაწყვეტილება უდიდესი შეცდომა იყო უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. საბაბად შეიძლება ყველაფერი იყოს გამოყენებული, მათ შორის მოგონილი და ცრუ ინფორმაცია. ფაქტია, რომ უკრაინის კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლის ნორმები დაირღვა. ყველაზე მთავარი პოლიტიკური ოპონენტი მოქალაქეობის გარეშე დარჩა, რომელსაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს და ეს დაუშვებელია საერთაშორისო ნორმებით. მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. შემდეგი ნაბიჯი სამართლებრივი გზით სიარულია. დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლებას ასეთი უსამართლო გადაწყვეტილების გამო, კარგი პოლიტიკური ცხოვრება არ ექნება. შემთხვევით არაფერი ხდება. სააკაშვილმა განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ივანიშვილსა და პოროშენკოს შორის შეხვედრა იყო და ყველაფერს ფარდა აეხდება”, – აღნიშნა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისაყვარელიძე: “სააკაშვილი დარჩა უკრაინის მოქალაქეობის და უკრაინაში შესვლის უფლების გარეშე”
შემდეგი სტატიასააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინისა და საქართველოს მთავრობების გარიგების შედეგია