სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები- გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები კვლავ პატიმრობაში რჩებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ დაკავებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქმეზე ახალი არსებითი გარემოება გამოვლენილი არ არის. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს, ეს იმ დონის საფუძველი არ არის, რომ აღკევთის ღონისძიება პატიმრობა უფრო მსუბუქით ღონისძიებით შეიცვალოს. დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ ისინი გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყვნენ.

ადვოკატებმა გირაოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიანდო. ოთხივე ბრალდებულის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

banner
წინა სტატიაშითოლორაია: მე თურმე აგერ წინადადებას ვწერ სამსახურის გაძლიერებაზე და თქვენ თურმე საპასუხო წინადადებას წერთ გაუქმებაზე
შემდეგი სტატიაგორის ჰოსპიტალში ვიზიტორების შესვლა 16:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი