გორის ჰოსპიტალში ვიზიტორების შესვლა 16:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი

გორის ჰოსპიტლის დირექტორი მალხაზ ურთქმელიძე აცხადებს, რომ ჰოსპიტალში ვიზიტორების შესვლა 16:00 საათიდან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

როგორც მალხაზ ურთქმელიძე აცხადებს, რომ შეზღუდვა შეეხება შაბათ-კვირის დღეებსაც.

„რამდენადაც ვიცი, დღევანდელი დღისთვის მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორთა ლიმიტი ამოწურულია. დღეიდან ჰოსპიტალში ნებისმიერი პაციენტთან ვიზიტორის შესვლა იზღუდება 16:00-დან 18:00 საათამდე, ეს ეხება შაბათ-კვირასაც“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულები კვლავ პატიმრობაში რჩებიან
შემდეგი სტატიარატომ მიიღეს მიხეილ სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილება – გორის ჰოსპიტალის განმარტება