,,სააკაშვილიც საკმაოდ აქტიური პოლიტიკოსია და ეს ვერ გააჩერებს მას”-ჭიჭინაძე

„სააკაშვილიც საკმაოდ აქტიური პოლიტიკოსია და ეს ვერ გააჩერებს მას და ის მიიღებს აქტიურ მონაწილეობას უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში,“ – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, უკრაინასა და საქართველოს შორის პრობლემა გახდეს.

„სააკაშვილი, თვითონ როგორც ასეთი, თუ მისი პოლიტიკური ცხოვრება უკრაინაში, ზელენსკის ნათქვამიდან გამომდინარე, მისი მხრიდან არ განიხილება, მე ვფიქრობ, სააკაშვილიც საკმაოდ აქტიური პოლიტიკოსია და ეს ვერ გააჩერებს მას და ის მიიღებს აქტიურ მონაწილეობას უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ შეიძლება ხვალ თუ ზეგ, ისევ გახდეს სააკაშვილის ფაქტორი ჩვენს ქვეყნებს შორის პრობლემა,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაში„თუ წავალთ „უდარში“, ამ შემთხვევაში ამ პარტიის შეცვლა მოგვიწევს ფუნდამენტურად – სააკაშვილი ვიტალი კლიჩკოს შეთავაზებაზე
შემდეგი სტატია“ეს იყო ხანმოკლე შეხვედრა, გაცნობითი” – დავით ზალკალიანი პრემიერისა და ზელენსკის შეხვედრაზე საუბრობს