სააკაშვილი: სუს-ი მანიპულირებდა ლგბტ აქტივისტების ნაწილს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ 5 ივლისს პარლამენტის წინ პუტინისტური ჯგუფების მიერ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების კარვების დარბევისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მანიპულირებდა როგორც ლგბტ აქტივისტების ნაწილს, ასევე ძალადობრივ ჯგუფებს.

“პასუხი იმაზე, თუ ვინ გამოაგზავნა ორკები პარლამენტის წინ.

ფაქტია, რომ სუს-ი მანიპულირებდა როგორც ლგბტ აქტივისტების ნაწილს, ასევე ამ ორკებს და ორივე იყო ერთი და იმავე სცენარის ნაწილი – სიმართლე უნდა იყოს ღიად ნათქვამი, რომ იაფფასიანი რუსული “ტრიუკი” გამოგვიგდეს”. – წერს სააკაშვილი.

9 ივლისს პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ არ ახსოვს მედია შეწუხებულიყო, როდესაც თვეების განმავლობაში პარლამენტის წინ კარვები და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების “კომიკური” ბანერი იდგა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გრიგოლი-გასარკვევი ის არის, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობამ და გუნდმა გააკეთა ყველაფერი, რათა დაპირისპირება არ მომხდარიყო