სააკაშვილი: რუსეთის შნირებმა რა ილაპარაკეს მნიშვნელობა არ აქვს

“პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა, რომ ის არის დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერი. მე არ ვლაპარაკობ დანარჩენებზე, არ ვლაპარაკობ ბუნკერში ჩამალულ კაცზე, 2 თვე რომ ბუნკერიდან არ გამოდის და პამპერსები გაავსო შიშით ჩემი დანიშვნის გამო, მე ვსაუბრობ სერიოზულ მოთამაშეზე, სერიოზული მოთამაშე არის რუსეთი და რუსეთისთვის ეს ჩემი დანიშვნა იყო ძალიან პრინციპული საკითხი. რუსეთის შნირებმა რა ილაპარაკეს, მნიშვნელობა არ აქვს ”- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ “ღამის მთავარში” ისაუბრა. მისივე განცხადებით,

ნამდვილად არ მაქვს დრო ყოველდღიურ ქართულ პოლიტიკაზე ვაკეთო კომენტარი. ეს არც ჩემი ფუნქციაა და ჩემი პოზიცია ისედაც კარგად იცით. ახლა მაქვს მე ჩემი საქმე და ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე იქ, სადაც ვართ და როცა ვიბრძოლებთ ბოლომდე – შედეგიც გვექნება, შედეგი კი ძალიან მალე გვექნება.

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის მთავარი პროკურორის მრჩეველია
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძე: რიონს მილში კი არა “ტრუბაში” ვერ გაატარებთ, შენ გაგატარებთ ბიძინა “ტრუბაში”