მიხეილ სააკაშვილი: ზურაბ ადეიშვილი უკრაინის მთავარი პროკურორის მრჩეველია

მიხეილ სააკაშვილის თქმით ზურაბ ადეიშვილი უკრაინის მთავარი პროკურორის მრჩეველია.  ადეიშვილი იმ კომისიის თავმჯდომარე იყო, რომელმაც პროკურორების 80% გაცხრილა.

“ძველი პროკურორების 80% გაცხრილა კომისიამ სწორედ ზურას თავმჯდომარეობით გაცხრილა. ეს არის ამერიკელების დაფინანსებული პროგრამა, ამერიკელების ეგიდით არის. ის იყო წინა გენერალური პროკურორის მრჩეველიც და არის ახლანდელი პროკურორის მრჩეველიც რეფორმების დარგში. ასე რომ, ქართველები არიან პრაქტიკულად ყველგან”, – თქვა მან.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის ყოფილ მინისტრის, ყოფილ მთავარ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს ხელისუფლება სისხლისსამართლებრივად დევნის და უკრაინას მათი ექსტრადირების მოთხოვნითაც მიმართავს. თუმცა, უკრაინა ამაზე უარს აცხადებს.

ასევე შეგახსენებთ, რომ 7 მაისს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: მე არ ვაპირებ გოლების გატანას, გოლები უნდა გაიტანონ პრეზიდენტმა და სხვა თავდამსხმელებმა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: რუსეთის შნირებმა რა ილაპარაკეს მნიშვნელობა არ აქვს