გუბაზ სანიკიძე: რიონს მილში კი არა “ტრუბაში” ვერ გაატარებთ, შენ გაგატარებთ ბიძინა “ტრუბაში”

რაჭა ბიბლიური კიდობანია და ამ კიდობანის დანგრევის უფლება ბიძინა ივანიშვილისთვის კი არა, მურვან ყრუსთვის არ მიგვიცია თავის დროზე – ასე ეხმაურება რაჭაში ჰესის აშენებასთან დაკავშირებით “პოსტ ფაქტუმში” გასულ მასალას “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი გუბაზ სანიკიძე.

ის ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს და ოლიგარქი რაჭაში ჰესის აშენებას ვერ შეძლებს.

მე პირადად შევაკვდები ამ საქმეს და არ დავუშვებ ამას. ამხანაგო ბიძინა, გამორიცხულია, შენ რაჭაში ვერ ააშენებ იმ ჰესს. მე გაძლევ ამის პირობას რაჭველებთან და დანარჩენ ქართველებთან ერთად. თუ არადა შეგაკვდებით, გაძლევთ ამის პირობას მტერსაც და მოყვარესაც. რაჭაში თქვენ იმ სიმახინჯეს ვერ ააშენებთ – რიონს მილში კი არა “ტრუბაში” ვერ გაატარებთ, შენ გაგატარებთ ბიძინა “ტრუბაში”, – ამბობს სანიკიძე.

სანიკიძე, უახლოეს დღეებში, რაჭაში წასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ რაჭა ეკოლოგიური საფრთხის წინაშე დგას – ონის კასკადის მშენებლობის ნებართვა შპს “ფერს” გადაეცა, რომლის მფლობელიც, ივანიშვილის გარემოცვიდანაა, რუსეთიდან

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: რუსეთის შნირებმა რა ილაპარაკეს მნიშვნელობა არ აქვს
შემდეგი სტატიანოდარ ახალკაცი FIFA-ს ევროპის ასოციაციების ხელმძღვანელის პოსტზე დაინიშნა