სააკაშვილი, რომელსაც შინაპატიმრობა მიესაჯა, ბინაში ტელესტუდიის მოწყობას გეგმავს

„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 4 თებერვალს კიევის ცენტრში აქციის გამართვას გეგმავს, – ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში განაცხადა.

„4 თებერვალს კიევში 12:00 საათისთვის შევიკრიბებით. სავარაუდოდ, ტრადიციულად, შევჩენკოს პარკიდან დავიძრებით და მაიდანზე დიდი შეკრება იქნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პროდუქტიულად აპირებს შინაპატიმრობის ვადის გამოყენებას და ნაქირავებ ბინაში, სადაც ამჟამად ცხოვრობს, ტელესტუდიის მოწყობას აპირებს.

პარასკევს, კიევის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება შეცვალა და სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, ღამის საათებში, 22:00-დან 07:00 საათამდე, შინაპატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ ცხინვალთან გაფორმებულ ე.წ. სამხედრო შეთანხმების მთავარ მიზნებზე საუბრობენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – სიამაყით ვულოცავ ლევან გორგაძეს