გიორგი მარგველაშვილი – სიამაყით ვულოცავ ლევან გორგაძეს

სიამაყით ვულოცავ ლევან გორგაძეს. ის პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელსაც ოდესმე მოუგია იმპერატორის თასი, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სოციალურ ქსელში.

სუმოისტი ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. ამ ჯილდოთი ლევან გორგაძემ დღეს საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა. ტოჩინოშინი იაპონიაში “ჰაცუ ბაშოს” სუმოისტთა ტურნირზე 13 გამარჯვებით და 1 მარცხით ერთი ტურით ადრე გახდა გამარჯვებული.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი, რომელსაც შინაპატიმრობა მიესაჯა, ბინაში ტელესტუდიის მოწყობას გეგმავს
შემდეგი სტატიაზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები სამინისტროს მიმართავენ