ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ ცხინვალთან გაფორმებულ ე.წ. სამხედრო შეთანხმების მთავარ მიზნებზე საუბრობენ

„ყველამ ვიცით, რომ თავდაცვითი შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებული შეთანხმების ნაწილია,“ – ეს განცხადება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ინფორმაციის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარია კოტაევამ რუსეთთან ე.წ. ერთობლივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შეფასებისას გააკეთა.

მარია კოტაევა აღნიშნავს, რომ გასულ წელს მოხდა დოკუმენტის რატიფიცირება, რამაც დისკუსიები გამოიწვია.

„არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა და უთანხმოებები. ისმოდა მუქარის შემცველი ლოზუნგები, თითქოს, ეს შეთანხმება ჩვენი არმიისა და თავდაცვის სამინისტროს სრულ ლიკვიდაციას გამოიწვევდა და რომ საფრთხის შემთხვევაში არავინ გვეყოლებოდა, ვინც ჩვენს სამშობლოს დაიცავდა. ვიმეორებ, ეს შეთანხმება არ ითვალისწინებს ჩვენი არმიის ლიკვიდაციას. ის რომ ცალკეული ქვედანაყოფები გადადიან რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზაზე, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი ჯარისკაცები სამხედრო სამსახურს უკეთეს პირობებში გაივლიან, სადაც უფრო მაღალი დონის მატერიალური და სოციალური უზრუნველყოფა ექნებათ,“ – აცხადებს მარია კოტაევა.

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის მიერ ცხინვალთან გაფორმებულ ე.წ. სამხედრო შეთანხმებას გმობს.

banner
წინა სტატიაშიშეშფოთებული ვართ რუსეთის სათათბიროს მიერ ე.წ. შეთანხმებით რატიფიცირებით – იან კელი
შემდეგი სტატიასააკაშვილი, რომელსაც შინაპატიმრობა მიესაჯა, ბინაში ტელესტუდიის მოწყობას გეგმავს